დეილი ბლინდი აიაქსში აღარ ითამაშებს
დელი ბლინდი და აიაქსი კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამსტერდამულმა კლუბმა ხელშეკრულების შეჩერება ოფიციალურად დაადასტურა. 32 წლის მცველმა აიაქსის მაისურით 333 მატჩი ჩაატარა. უმცროსი ბლინდი ამსტერდამული გუნდის აკადემიას 8 წლის ასაკში შეუერთდა. ბლინდმა აიაქსთან ერთად ერედივიოზიონის 7 ტიტული მოიგო. მის ანგარიშზე 13 გატანილი გოლია. „გასული რამდენიმე დღის მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დეილისთან კონტრაქტი გავწყვიტოთ. […]