საფრანგეთი 2-0 მაროკო – ლე ბლუ ტიტულის დასაცავად

საფრანგეთმა მაროკო დაამარცხა და ფინალში არგენტინას შეხვდება | Setanta Sports

საფრანგეთმა ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშებს. ლე ბლუ მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ გავიდა. კატარში ნახევარფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. საფრანგეთმა მაროკო 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩში საკვანძო ორი მომენტი იყო – პირველი, მორგან საისი ბოლომდე მწყობრში ნამდვილად არ იყო, რამაც მაღრიბელთა გეგმები იძულებითი ცვლილების გამო არია […]

საფრანგეთი ნახევარფინალშია – ინგლისი შინ მიდის

საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ნახევარფინალს ითამაშებს | Setanta Sports

ევროპული მეოთხედფინალი საფრანგეთმა მოიგო. დრამატული მატჩის ბედი ძირითად დროში გაირკვა, გადამწყვეტი ჰარი კეინის გაცუდებული პენალტი აღმოჩნდა. მაროკოს მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთი იქნება. დიდიე დეშამის გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. ჩუამენი-ჟირუს გოლების საპასუხოდ ორი გოლის გატანის შანსი ჰარი კეინს ჰქონდა. თუმცა პირველი პენალტის რეალიზების შემდეგ ტოტენჰემის შემტევმა, მეორე – კარს ააცილა. ანგარიში ორელიან ჩუამენიმ შორეული დარტყმით გახსნა. უპამეკანო, […]

საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა – მბაპე საუკეთესოა

კილიან მბაპე და საფრანგეთი 1/4ფინალში პოლონეთს ამარცხებენ | Setanta Sports

კილიან მბაპეს დუბლი, ოლივიე ჟირუს გოლი და საფრანგეთში 1/4 ფინალშია. ერთადერთი რაც პოლონეთმა მოახერხა, რობერტ ლევანდოვსკის ზუსტად შესრულებული პენალტია. მესამე მეოთხედფინალისტი საფრანგეთია. დიდიე დეშამის გუნდმა პოლონეთი 3-1 დაამარცხა. ანგარიში 44-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კილიან მბაპეს გადაცემით გახსნა. ამ გოლით მილანის შემტევი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, 52 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჟირუმ, რომელსაც ლე ბლუში 25 წლამდე […]

ჩემპიონებმა მოგებით დაიწყეს

მსოფლიო ჩემპიონმა მუნდიალი სამი ქულითა და დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მიუხედავად დიდი დასანკლისისა საფრანგეთის ნაკრები მაინც მოწოდების სიმაღლეზეა, ინგლისთან ერთად საფრანგეთი არის ნაკრები, რომელსაც ყველაზე მაღალ სისწრაფეზე შეუძლია თამაში, სწორედ სწრაფ გარემარბებზე გააკეთა აქცენტი დიდიე დეშამმა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ კილიან მბაპე დაიწყებდა, მაგრამ დემბელეს ძირითადში ბევრი არ ელოდა, უსმანის მთავარი უპირატესობა კი სისწრაფეა. ბარსელონაში, როგორც […]