საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდით – ჯანი ინფანტინო

ჯანი ინფანტინო პრესკონფერენცია კატარიდან | Setanta Sports

FIFA საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეფორმირებას გეგმავს. 2025 წლიდან ტურნირზე გუნდების რაოდენობის გაზრდას 32-მდე გეგმავენ. ინფორმაცია FIFA-ს პრეზიდენტმა თავად გააჟღერა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო 4-წლიან ციკლში დიდი ცვლილებები იქნება. “განვიხილეთ და გადავხედეთ რიგ სტრატეგიულ პრინციპებს. მაგალითად, შევთანხმდით, რომ მამაკაცთა შორის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს 32 გუნდით ჩატარდება და ის მუნდიალს დაემსგავსება”. ჯანი […]

ვენგერმა გერმანია გააკრიტიკა

არსენ ვენგერი გერმანიას აკრიტიკებს | Setanta Sports

არსენ ვენგერმა ის ნაკრებები გააკრიტიკა, რომელთაც კატარში პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. FIFA-ს ტექნიკური სწავლების ჯგუფის შეხვედრაზე არსენ ვენგერმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის ვეტერანმა ფრანგმა მწვრთნელმა ფავორიტი ნაკრებების წარუმატებლობის მიზეზი განმარტა. “როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიხარ, იცი, რომ პირველი თამაშის წაგების უფლება არ გაქვს. გუნდები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება, მაგალითად საფრანგეთს, ინგლისს, ბრაზილიას, მათ კარგად ითამაშეს პირველ […]

პირველი პროტესტი კატარის მუნდიალზე

კატარში პორტუგალია-ურუგვაის მატჩზე აქტივისტი მოედანზე შეიჭრა | Setanta Sports

მოედანზე აქტივისტის შეჭრის გამო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი კატარში პირველად შეჩერდა. წარწერებით მაისურზე: გადაარჩინე უკრაინა, პატივი ეცით ირანელი ქალების უფლებებს და პრაიდის დროშით ხელში, უცნობმა აქტივისტმა სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. კატარში მატჩი პირველად შეჩერდა. არა, ეს ბრაზილია-შვეიცარიის დროს ელექტრო მომარაგებაში მცირე წყვეტას არ ეხება. საქმე აქცია-პერფორმანსთან გვაქვს, რომელიც საფეხბურთო მატჩების დროს მომრავლდა. ჯერჯერობით მედიისთვის დაუდგენელმა პირმა […]