გიორგი მიქაუტაძე აიაქსში ითამაშებს
გიორგი მიქაუტაძე კარიერას აიაქსში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ამსტერდამში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. მიქაუტაძე მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც აიაქსის მაისურით ითამაშებს. მთლიანად ერედივიზიის ისტორიაში კი ჟორჟი მე-9 ქართველი გახდება. დაკავშირებული სტატიები: გიორგი მიქაუტაძე აიაქსში – ტრანსფერის დეტალები გიორგი მიქაუტაძე აიაქსთან ხელს 5-წლიან კონტრაქტს აწერს. ნიდერლანდური გრანდი ფრანგულ მეცს 17 მილიონ ევროს გადაუხდის. შეთანხმება, ბონუსების […]
გაელვება ცის კაბადონზე – ქინქლაძე 50 წლის გახდა
გიო ქინქლაძე 50 წლისა გამხდარა. არაფერი ჰგავდა ასე ცაზე მოწყვეტილ ვარსკვლავს, წამით ჩაიქროლებს და მორჩა, მხოლოდ გონება თუ შემოინახავს. ვერ იქცა ცაზე დაკიდულ უცვლელ ვარსკვლავად, გიო მოწყდა და დაიკარგა. ჩაფიქრება მაინც მოვასწარით – იქნებ გამოჩნდეს კიდევ ვინმე მისნაირი. მიულოცა გრანდად ქცეულმა მანჩესტერ სიტიმ. დიდ ფულამდე ორი ლეგენდა ჰყავდათ, ორიდან ერთი ქინქლაძეა, რა თქმა უნდა, გაუფრთხილდებიან, […]
არველაძე vs ქინქლაძე – ლეგენდები გლაზგოში
გლაზგოში Weekend of Legends II-ი გაიმართა. რეინჯერსის ლეგენდები მსოფლიო ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდნენ. სქოთების მხარეს შოთა არველაძემ ითამაშა, ხოლო მსოფლიო XI-ში გიორგი ქინქლაძე ვნახეთ. ორ ქართველს მსგავს მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია. ქართველი ქომაგისთვის კი ეს ფაქტი მატჩს ღირსშესანიშნავად აქცევს. რეინჯერსის ლეგენდები 3:4 მსოფლიოს ლეგენდები მატჩი მსოფლიოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე […]
დღეს გიორგი ქინქლაძის გოლის დღეა
საუთჰემპტონის კარში გიორგი ქინქლაძის გოლი გახსოვთ? დიახ, სწორედ ის. თითქმის, მთელი გუნდი რომ მოატყუა და მანჩესტერ სიტის ქომაგებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. Daily Telegraph გიორგი ქინქლაძის გოლზე აი რას წერდა Daily Telegraph ამ გოლზე 1996 წლის 20 მარტს. Bryon Butler, Daily Telegraph. 20.03.1996 “ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მსგავსად კვირის მანძილზე ინგლისის ლიგის ფეხბურთში გატანილი სხვა ასიოდე […]