ირჟი პროჰასკამ უმძიმესი ტრავმა მიიღო – ქვემძიმე წონას ჩემპიონი აღარ ჰყავს

ირჟი პროჰასკა და გლოვერ ტეიშეირა | Setanta Sports

ტეიშეირა-პროჰასკას ნაცვლად ქამრისთვის სულ სხვა წყვილი იბრძოლებს. შანსი მოულოდნელად ბლაჰოვიჩმა და ანკალაევმა მიიღეს. UFC-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონმა ირჟი პროჰასკამ მხრის უმძიმესი ტრავმა მიიღო და UFC 282-ზე, გლოვერ ტეიშეირასთან გასამართ რემატჩს ჩაეხსნა. ასევე, ჩეხმა ჩემპიონმა საკუთარი ნებით საჩემპიონო ქამარი დათმო და ამით დივიზიონის წინსვლას ხელი შეუწყო. “ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან UFC 282-ზე საჩემპიონო ქამარს ვერ დავიცავ. […]