NBA – ბითაძე ბოსტონთან ისევ დამარცხდა
ქართველებმა ითამაშეს, მაგრამ ბევრი არც არაფერია სათქმელი. ეს გოგას საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ყოფილა, სანდრო მამუკელაშვილი კი სეზონის დასაწყისიდანვე მცირე დროს იღებს და როგორც წესი ვერაფერს ასწრებს. ორლანდო მეჯიქი ისევ დამარცხდა ბოსტონ სელტიკსთან, სან ანტონიომ კი პელიკანსთან ვერაფერი გააწყო. ბოსტონო vs ორლანდო ისევ ეს გუნდები, ისევ “თიდი გარდენი” და იდენტური სცენარი. ორლანდომ იბრძოლა იქამდე სანამ […]
NBA-ის თასი – ბოსტონი გავარდა, პელიკანსი ნახევარფინალშია
დასრულდა დღევანდელი დღის პირველი ნახევარფინალები. ერთი მოულოდნელი და ერთიც მოსალოდნელი შედეგით. ინდიანა პეისერსმა ბოსტონ სელტიკსი დაამარცხა და აღმოსავლეთ ზონის ნახევარფინალში გავიდა. ხოლო, ნიუ ორლეან პელიკანსმა საკრამენტოს მოუგო და დასავლეთის ნახევარფინალში დაიბევა ადგილი. ხვალ დილით კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება – ლოს ანჯელეს ლეიკერსი ფინიქს სანსს უმასპინძლებს, მილუოკ ბაქსი კი ნიუ-იორკ ნიქსს. ასე რომ, ვერ შედგება აღმოსავლეთის […]
ბოსტონი პირველობას ინარჩუნებს – დეროზანი დაშავდა
ბოსტონმა ჩიკაგოს უმასპინძლა და 107:99 დაამარცხა. ბოსტონის ბალანსი 29-12 ზეა და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პირველ ადგილს იკავებს. შეხვედრა კარგად დაიწყო, თამაში წაუვიდა ტეიტუმს, დეროზანს, ჯეილენ ბრაუნს, რომლის დრიბლინგებმაც კაირი ირვინგი გამახსენა, მაგრამ რაღაც გაფუჭდა. ისევ ტრავმა. ტური ისე არ გავა, რომ ერთი ვარსკვლავი არ დავკარგოთ. ამჯერად დეროზანმა მიიღო დაზიანება და მატჩს გამოეთიშა. როგორც ითქვა, კუნთის […]
NBA – Luka Magic!
ნიუ იორკ ნიქსმა დალას მავერიკსს უმასპინძლა და ისტორიული მატჩიც შედგა. დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა, საჯარმო ხაზთან ლუკა დონჩიჩი იდგა, ბურთის ჩაგდებას აზრი აღარ ჰქონდა, ანგარიში მხოლოდ ერთ ქულამდე შემცირდებოდა. აქ გვაჩვენა ლუკამ რომ განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე. საჯარიმოს შეგნებულად გაფუჭების მცდელობა, იმის იმედად რომ ბურთს მეტოქის ფარზე მოხსნი და მერე ჩააგდებ ბევრჯერ გვინახავს, ამ ბევრიდან […]