კვარაცხელიას დუბლი – ნაპოლიმ სასუოლო გაანადგურა
ნაპოლიმ სასუოლო გასვლაზე 6:1 გაანადგურა. ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა შოუ დადგეს, პატარა იმიტომ რომ მეტოქე ვერ იყო დიდად მრისხანე, თორემ, შოუს პატარა ნამდვილად არ ეთქმის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმდინარე სეზონში ამ დუეტის საუკეთესო შეხვედრა იყო. კითხვის ნიშნები მოხსნილია, მათ ურთიერთობას ვერაფერმა ხელი ვერ შეუშალა, მათ შორის, ვერც მამუკა ჯუღელის უგუნურმა საქციელმა და […]
ნაპოლი vs ბარსელონა – წინათქმა
დღეს თბილისის დროით 00:00 ზე ნეაპოლში დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე მერვედფინალების ცენტრალური მატჩი გაიმართება. ნაპოლი ბარსელონას უმასპინძლებს. ორივე გუნდი წინა სეზონში უკეთესი იყო, ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, ახლა კი საერთოდ არ გვანან ჩემპიონებს. ვერ წავიდა საქმე კარგად ბარსელონასთვის და ძალიან ცუდი გზით იარა ნაპოლიმ. თუმცა, განსხვავება მაინც დიდია. ლაპორტა ჩავის ბოლომდე ენდო, სეზონს ჩაამთავრებს და შემდეგ […]
მაძარი კალცონამ შეცვალა – ვინ არის ნაპოლის ახალი მწვრთნელი
ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელია. აურელიო დე ლაურენტისმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი გაათავისუფლა. რუდი გარსიას შემდეგ სახლში ვალტერ მაძარიც გაუშვეს. კალცონა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელია, მანამდე კი ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო ნაპოლისა და თითქმის ყველა სხვა გუნდში, იტალიელმა პართენოპეი 2022 წელს დატოვა. კალცონა ნაპოლიში 4 თვით იმუშავებს 55 წლის კალცონამ მთავარ მწვრთნელად კარიერაში პირველად […]
მილანი vs ნაპოლი – წინათქმა
დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე სან სიროზე მილანი ნაპოლის უმასპინძლებს. ნაპოლი 35 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას დიდი ხნის წინ გამოეთიშა, სეზონის სტარტზე არც ითვლებოდა ფავორიტად. მილანს კი 49 ქულა აქვს და 11 ქულით ჩამორჩება ცრილის სათავეში მყოფ ინტერს. სატუნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდი ინტრიგის მატარებელი ვერ არის ეს მატჩი, მაგრამ ბევრი ისეთი ფაქტორია, რომელიც […]