არგენტინა vs ავსტრალია – Setanta Sports-ზე
დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ავსტრალიას შეხვდება. მატჩის ყურებას Setanta Sports 1-სა და Setantasports.com-ზე შეძლებთ. იშვიათად რომ არგენტინის ნაკრებმა ისეთ დროს გამართოს მატჩი ქართველი ქომაგისთვის, რომ კომფორტული იყოს ყურება. როგორც წესი, მათი მატჩები დილის 4 ან 5 საათზე იწყება ხოლმე. ახლა კი ბევრი შეძლებს თვალის მიდევნებას. მით უმეტეს, რომ ლიონელ მესი განაცხადშია. […]
დაბრუნება არ შედგა – რატომ აირჩია მესიმ მაიამი
ლიონელ მესი ოფიციალურად გადავიდა ინტერ მაიამიში. დევიდ ბექემი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მის გადაბირებას თავის კლუბში და როგორც იქნა შეძლო. მესიმ ინტერვიუში ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა: “არ ვარ დარწმუნებული რომ ბარსელონამ ჩემს გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთა“, – როგორც ჩანს, კონფლიქტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლაპორტამ მესის მოუბოდიშა, მის მამასაც შეხვდა, და თითქოს ბოლომდე სცადა მესის […]
ლიონელ მესი ინტერ მაიამის მიუახლოვდა
ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ყველა გავლენიანი გამოცემა წერს, რომ ლიონელ მესი ძალიან მიუახლოვდა ინტერ მაიამის. მიუხედავად არაბების სარფიანი შეთავაზებისა, მიუხედავად სახლში დაბრუნების დიდი სურვილისა, ინტერ მაიამის შანსები ყველაზე მეტად გაიზარდა. თავდაპირველად აქტიურად საუბრობდნენ ბარსელონაზე, საქმეში ჩართული იყო მესის მამა და აგენტი ხორხე მესი, გამოიძებნა საერთო ინტერესიც – ლა ლიგა ტრანსფერს ხელს მაქსიმალურად შეუწყობდა, […]
კრისტოფ გალტიე – მესი კლუბს დატოვებს
სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლიონელ მესი კლუბს დატოვებს. მესის ტრანსფერი ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, მსურველი კი მხოლოდ ორი დარჩა – არაბეთიდან, სადაც დაიწერა, რომ ლეოს წელიწადში მილიარდს შესთავაზებენ, სხვადასხვა სპონსორებისა და ბონუსების გათვალისწინებით, და ბარსელონა, რომელსაც დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ეცდება მესი დაიბრუნოს, და აშშ-დანაც გაისმება ხოლმე […]