ბარსელონა ჩემპიონია
ბარსელონამ გასვლაზე ესპანიოლი დაამარცხა და ლა ლიგის ტიტულს დაეუფლა. ჩემპიონობა მეზობლის მოედანზევე იზეიმა და გულშემატკივართა წყრომა დაიმსახურა. რამდენიმე ათეული ქომაგი მოედანზე გადმოხტა, ფეხბურთელებს გაეკიდა, ესენიც გაიქცნენ და გასახდელს შეაფარეს თავი. ერთი შეხედვით საშიში სურათი იყო, თუმცა, ცუდი შედეგები არ მოჰყოლია, ჩემპიონებმა სიცილ-სიცილით დატოვეს მინდორი. მატჩის შემდგომ ჩავიმ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს მოედანზე არ უნდა დაეწყოთ ზეიმი, […]
ამ დღეს – 2 მაისი სპორტში
ფეხბურთი უკვე საკმარისად ხანდაზმული სპორტია იმისათვის, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანი მოვლენით იყოს შევსებული. დრო და დრო, რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ. დევიდ ბექემი 1975 წლის 2 მაისს დევიდ ბექემი დაიბადა. მანჩესტერ იუნაიტედის, მადრიდის რეალისა და ლოს ანჯელეს გალაქსის ლეგენდა. უთამაშია მილანსა და პსჟ-ში. დევიდ ბექემი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტებს შორის მე-10 ადგილზეა. სიაში მის ზემოთ მყოფთაგან მხოლოდ […]
16 წლის შემდეგ – მესის შედევრი
16 წელი გასულა ამ სასწაულიდან. ეს ისეთი მოვლენაა, წლების შემდეგ, რომ აუცილებლად გკითხავენ – სად იყავი ამ დროს? რას აკეთებდი? უყურებდი თუ არა პირდაპირ ეთერში საფეხბურთო მესიის დაბადებას? სად იყავით? უყურებდით? პირველივე გამოჩენისათანავე ნათელი იყო, რომ გენიოსთან გვქონდა საქმე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლა მასიაში ირიცხებოდა, უკვე საუბრობდნენ, რომ ბარსელონას უდიდესი ფეხბურთელი ეზრდებოდა. ვიცით ეს […]
მესის არჩევანი – დიდი დაბრუნების მოლოდინში
ლიონელ მესის პსჟ-თან კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს. მესის ოთხი ვარიანტი აქვს, ასარჩევად და დასაფიქრებლადაც დიდი დროა. თითქმის ორი სეზონის თავზე შეიძლება ითქვას, რომ მესის ტრანსფერის სპორტულმა მხარემ ვერ გაამართლა. სენ ჟერმენი ლიგა 1-ს მის გარეშეც მარტივად იგებდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი განსაკუთრებული წარმატებები არ ყოფილა. პრესტიჟისა და მარკეტინგის სფეროში კლუბმა მიიღო ის, რაც სურდა. […]