დალასმა სეზონი დაასრულა
ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იწვალეს, მაგრამ მაინც დასრულდა. არადა, კაირი ირვინგის გადმობირების შემდეგ, ამ გუნდს ჩემპიონობის კანდიდატად ასახელებდნენ. საბოლოოდ, იმ ხალხის მოლოდინი გამართლდა, რომლებმაც კაირის ტრეიდი უარყოფითად შეაფასეს, ლუკას ასეთი რანგის ლიდერი გვერდით არ სჭირდებოდა. გუნდს ერთი გამოკვეთილი ლიდერი უნდა ჰყავდეს, სხვაგვარად საქმე აირევა. დონჩიჩის თამაში ნელ-ნელა გაუარესდა, არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად, თითქოს ადგილი ვეღარ იპოვა, […]
NBA – დერბი კლიპერსმა მოიგო/დალასი დაბრუნდა
კლიპერსმა ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოუგო ლოს ანჯელეს ლეიკერსს. და როცა მეთერთმეტედ ჩაგრავ თანაქალაქელს, ესე იგი, პლეიოფის საგზურსაც შენ იმსახურებ. ლეიკერსს პლეიოფის ზონაში შესვლა შეეძლო, მაგრამ დამარცხდა და ახლა მერვე პოზიციაზეა. ამ ზონაში ისეთი სიმჭიდროვეა, ცვლილებები ისევ შესაძლებელია. მოდუნების უფლება არცერთ გუნდს არ აქვს, თითოეულს ორი მატჩი აქვს დარჩენილი: ვის უფრო რთული შეხვედრები ელის თავად განსაჯეთ. […]
NBA – სიქსერსმა ბოსტონი დაამარცხა – ემბიდი დაფრინავს
გუშინ გაცემულო რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მატჩი უკვე შედგა, ფილადელფიამ ბოსტონს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ჯოელ ემბიდმა კი ძალაინ დიდი ნაბიჯი გადადგა MVP-ის მოსაგებად. ფილადელფია vs ბოსტონი მოლოდინი აბსოლუტურად გამართლდა, ფილადელფიამ 103:101 მოიგო. ბოლო სროლა ჯეისონ ტეიტუმს დარჩა, ბრუნში ისროლა სამქულიანი, თამაშის მოგება სცადა, თუმცა, არ გამოვიდა. არა უშავს, ფილადელფიას დამარცხების შესაძლებლობა პლეიოფებშიც ექნება. თუ იანისი […]
NBA-ის ფინალური კვირა
ჯერ კიდევ დარჩნენ Play In-ის მოწინააღმდეგეები? რეგულარული სეზონის ბოლო კვირას ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ საპლეიოფო ზონაში (საუკეთესო ექვსეული) და Play In-ის ზონაში (7-დან 10-მდე) ბევრი რამ დარჩა გასარკვევი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველი საღამო გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში NBA-ის საბჭომ Play In-ის ფორმატი დაამტკიცა, რაც გულისხმობს შემდეგს – გუნდები, რომლებიც […]