NBA-ბითაძის ორმაგი დუბლი ბოსტონთან

ქართველებმა NBA-ის ყველაზე გავლენიანი გუნდების წინააღმდეგ ითამაშეს. ასე მოხდა, ასე დაემთხვა. გოგა ბითაძემ ბოსტონ სელტიკსთან, სანდრო მამუკელაშვილმა კი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან. თავის მხრივ, არც ორლანდო მეჯიქი და სან ანტონიო სპურსი არიან მეორე რანგის გუნდები, ორივეს აქვს თავისი კულტურა და მდიდარი ისტორია. კარგია რომ ასეთ ორგანიზაციებში ქართველები თამაშობენ, თუმცა, მოცემულობა განსხვავებულია. გოგა NBA-ში კარიერის საუკეთესო სეზონს […]

ლეიკერსი ჩემპიონია – ლებრონ ჯეიმსი MVP

ისტორიაში პირველი NBA-ის თასი დასრულდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩემპიონია. ალბათ, სიმბოლურიც არის რომ პირველი გათამაშება სწორედ ლეიკერსმა მოიგო. ინდიანამ ფინალამდე რთული გზა გაიარა, ჰალიბარტონი ძალიან კარგ ფორმაშია და ფავორიტის დასახელებისგან თავს იკავებდნენ, მით უმეტეს, რომ ლეიკერსი არ არის დაუმარცხებელთა კატეგორიიდან, მაგრამ ფინალი მაინც დამაჯერებლად მოიგეს. მეოთხე მეოთხედში ინდიანამ სხვაობა სამ ქულამდე რამდენჯერმე შეამცირა, ეს იყო […]

NBA-ის თასი – ფინალისტები გამოვლინდნენ

ესეც ასე. შიდა ტურნირის ფინალისტები უკვე ვიცით. არ ვიცი ვის რა მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდი, რომ მილუოკი ამ ეტაპზე დაგვემშვიდობებოდა. თუმცა, ისიც აღგვინიშნავს – ერთ მატჩიან დუელში ყველაფერი შესაძლებელია. ინდიანასთან ფავორიტად მილუოკი ითვლებოდა, ლეიკერსისა და პეისერსის შეხვედრაში კი თანაბარ, დრამატულ დაპირისპირებას ელოდნენ. ჰოდა, არც პირველი შეხვედრის პროგნოზი გამართლდა, არც მეორე. მილუოკი vs […]

NBA-ის თასი – ლეიკერსი და მილუოკი ნახევარფინალში გავიდნენ

გუშინ ინდიანა პეისერსი და ნიუ-ორლეან პელიკანსი გავიდნენ ნახევარფინალში. დღეს ლას-ვეგასის გზაზე მიმავალი ორი გუნდიც გაირკვა. ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, მოულოდნელი მხოლოდ პეისერსის გასვლა იყო. გამთენიისას ლეიკერსმა ფინიქსს უმასპინძლა, მილუოკიმ ნიუ-იორკ ნიქსს. ბაქსი vs ნიქსი თამაშის დასაწყისშივე დავიზაფრეთ, იანისი დაშვების დროს ფეხს ადგამს ჯულიუს რენდელს, ზუსტად ისე, როგორც კავაიმ იპოვა ზაზას ფეხი – ან ზაზას ფეხმა კავაის […]