მინესოტა Game 4-ში დაბრუნდა – Job’s not finished

მინესოტა ტიმბერვულვზი Game 4-ში დაბრუნდა. ასეც იყო მოსალოდნელი. ინდიანა პეისერსივით არ დაემშვიდობებოდნენ პლეიოფს. დალასი ერთ ნაბიჯშია ფინალთან, მაგრამ ამ მცირე ნაბიჯის გადადგმას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. ხანდახან გავიწყდება რომ ამ მცირესთვის ყველაზე მეტი უნდა გაიღო. მატჩის შემდეგ ლუკამ თქვა საკმარისი ენერგია არ გამიღიაო – არ ვიცი, მისი სიტყვები უბრალოდ პასუხისმგებლობის აღებას ჰგავდა, მოიქცა ისე, როგორც ლიდერი […]

ბოსტონ სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონია – ჯეილენ ბრაუნი ფინალის MVP-ი

ბოსტონმა ინდიანაში სერია დახურა. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ულაპარაკოდ გადაუარეს – 4:0. ასეთი მოსაწყენია აღმოსავლეთ კონფერენცია. როგორც რეგულარული მიმდინარეობდა, ისეთი პლეიოფები ვნახეთ. დასავლეთშიც 3:0 ია ანგარიში დალას მავერიქსის სასარგებლოდ, მაგრამ ეს სულ სხვა 3:0 ია. ყოველ ჯერზე იყო მოლოდინი რომ მინესოტა ერთი შეხვედრის მოგებას შეძლებდა, და ახლაც ასეთი მოლოდინია. პეისერსის შემთხვევაში […]

ლუკას და კაირის 33-33 ქულა – დალასმა Game 3-იც მოიგო

მინესოტა ტიმბერვულვზმა ვერ შეძლო ის, რაც შეძლო დენვერ ნაგეთსმა, სახლში წაგებული ორი მატჩის მერე, ვერ მოახერხეს სათანადოდ მომზადება იმისათვის, რომ გასვლაზე Game 3 წაეღოთ. ურთულესი ამბავია, და ახლა საერთოდ წარმოუდგენლად ჩანს მინესოტამ სუპერ ფინალში გასვლა შეძლოს. სერიაში ანგარიში 3:0 ია დალას მავერიქსის სასარგებლოდ. დალასმა 116:107 მოიგო. Big Little Stories ბევრი ამბავი გააერთიანა ამ შეხვედრამ, პირველ […]

დონჩიჩის გეიმვინერი! – დალასმა Game 2 მოიგო

თამაშის დასრულებამდე სამი წამით ადრე ლუკა დონჩიჩმა რუდი გობერი და მინესოტა სახლში გაუშვა, უფრო სწორად, სახლში დატოვა, რადგან მატჩი მინესოტაში ჩატარდა, – ლიგის საუკეთესო მცველს თავბრუ დაახვია, ნაბიჯი უკან ჯეიმს ჰარდენის სტილში და წავიდა სამქულიანი! “დარჩით სახლში თქვენი…..” – მიაძახა ლუკამ გობერს, მატჩის შემდეგ კი თქვა არა ძმებო, არა სწორად გამიგეთ, მე სლოვენიურად ჩავილაპარაკე რაღაც […]