Game 5 – დენვერი და ნიქსი წინ გავიდნენ
Game 5, Madison Square Garden, ნიუ-იორკ ნიქსმა ინდიანა პეისერსი დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა – 3:2. ჯეილენ ბრანსონის მორიგი დიდებული პერფორმანსი ვიხილეთ, პეისერსს კი მომდევნო შეხვედრაში საკუთარი არენის იმედი ექნება, თუ მოიგეს Game 7 გველის წინ. დაწინაურდა დენვერ ნაგეთსიც. უკვე დააქამბექეს, ერთი მოგებაც და კონფერენციის ფინალში გავლენ. მინესოტას სადავეები გაექცა, ნაადრევად დაიწყეს ფინალზე ფიქრი, ჩემპიონებთან, […]
Game 4 – შაიმ გაათანაბრა
არაფერი აკლია მიმდინარე პლეიოფებს. არც დრამა, არც სანახაობა, არც გამორჩეული ინდივიდუალური პერფორმანსები, არც მოულოდნელობის ეფექტი. დენვერისა და მინესოტას დაპირისპირება ბოლომდე ამართლებს მოლოდინს. ჯერ ტიმბერვულვზმა მოიგო ორი შეხვედრა დენვერში, ენტონი ედვარდსის შესამჩნევი დომინაციით, მერე ნიკოლა იოკიჩს MVP-ის ჯილდო გადასცეს და შეახსენეს რომ დღესდღეობით საუკეთესო მოთამაშეა, ერთგვარი გზავნილი იყო – არ გაქვს უფლება ასე მარტივად წააგოო. ჰოდა, […]
ნაგეთსი და იოკიჩი თამაშში დაბრუნდნენ
გუშინ კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონ სელტიკსთან ანგარიში გაათანაბრა, ისევე როგორც დალას მავერიქსმა ოკლაჰომა სიტისთან. კარგი სანახავი გამოდგა შაისა და ლუკას დაპირისპირება. ასე დაიხურა Game 2. დღეს გამთენიისას Game 3-ის თამაშებიც ვიხილეთ. თამაშამდე ნიკოლა იოკიჩმა თავისი მესამე MVP-ის ჯილდო მოიპოვა. ჯოკერმა ინტერვიუში თქვა რომ დენვერი მაქსიმალურად ეცდებოდა თამაშში დაბრუნებას და ასეც მოხდა, ჩემპიონებმა გასვლაზე მოიგეს. მინესოტა ტიმბერვულვზი […]
ნიკოლა იოკიჩის მესამე MVP-ი
რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე სერბი ნიკოლა იოკიჩი გახდა. ეს მისთვის მესამე MVP-ის ტიტულია. შეიძლებოდა ზედიზედ მეოთხე ყოფილიყო და სულ სხვაგვარად გამოჩნდებოდა ახლა ეს ჩამონათვალი, მაგრამ შუაში, ან, გნებავთ ყელში, ჯოელ ემბიდი გაეჩხირა. იოკიჩმა ემბიდთან მარცხი ახალ გამოწვევად მიიღო და ჩემპიონატი მოიგო. ბეჭედი მოირგო გიგანტის თითზე. ამჯერად მაიკლ ჯორდანის სახელობის ჯილდო ჩემპიონის სტატუსით ჩაიბარა. კანდიდატი სამი […]