რეგულარული სეზონი დასრულდა

რეგულარული სეზონი დასრულდა, უკვე ვიცით ფლეი ინისა და პლეი ოფების ბადე. ბოლო დღეს ინტრიგა შენარჩუნებული იყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კონფერენციაში. თუმცა, დიდი გადანაცვლება მხოლოდ დასავლეთში ვიხილეთ. ამ კუთხით გამოსარჩევი იყო მილუოკ ბაქსისა და ორლანდოს შეხვედრა. ფილადელფია სიქსერსი თავის შეხვედრას აუცილებლად მოიგებდა და მოიგო კიდეც, ასე რომ, ბაქსის იმედად იყო დარჩენილი, თუ იანისის გუნდი ორლანდოს […]

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი – ბოლო დღის ინტრიგა წინ არის

ერთი დღეც და რეგულარული სეზონი დასრულდება. ინტრიგა ჯერ კიდევ შემორჩენილია. დღეს გამთენიისას ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მერვე ადგილზე აინაცვლა, ეს კი ფლეი ინში უპირატესობას ნიშნავს მეცხრე და მეათე ადგილებთან შედარებით. ამ მოცემულობით ლეიკერსი მეშვიდე ადგილოსან ფინიქსს შეხვდება, იქ მარცხის შემთხვევაში კი საკრამენტოსა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებულთან გაარკვევს პლეი ოფში გამსვლელის ვინაობას. აი, ასეთი უპირატესობა აქვს მეშვიდე/მერვე […]

ზაიონისა და მაკკოლუმის 62 ქულა – პელიკანსმა საკრამენტო დაამარცხა

სულ რაღაც ორი სათამაშო დღე დარჩა NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე. გასარკვევი ბევრი არაფერია, ხელის გულზე დევს როგორც ფლეი ინის, ისე პლეიოფების სია. დასავლეთ კონფერენციაში ფინიქსს ჯერ კიდევ აქვს შანსი საპლეიოფო ზონაში მოხვდეს, ისევე როგორც ფილადელფიას აღმოსავლეთ კონფერენციაში. მთავარი ინტრიგა ეს არის, სხვა ყველაფერი თითქოს დალაგდა, დენვერ ნაგეთსმაც კი დაიბრუნა აღმოსავლეთის პირველი ადგილი. საკრამენტო კინგსი vs […]

ტაირის მაქსის 52 ქულა – სიქსერსმა სპურსი დაამარცხა

ფილადელფია სიქსერსმა ისევ მოისაკლისა ჯოელ ემბიდი, მაგრამ სან ანტონიო სპურსის დამარცხება მაინც შეძლეს. ყველაფერი მეორე ოვერტაიმში გადაწყდა, სანდრო მამუკელაშვილმა კი ამჯერად 24 წუთი დაჰყო პარკეტზე. სანდროს ანგარიშზე 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტია. ორი სამქულიანი ისროლა არზუსტად, FG – 1/6. სან ანტონიო სპურსი vs ფილადელფია სიქსერსი ორი სუპერ პერფორმანსი ვიხილეთ, ორივე მოსალოდნელი. ერთი მხრივ […]