FA თასი – მანჩესტერი 3:1 ევერტონი – რაშფორდის ბენეფისი
მანჩესტერ იუნაიტედი FA თასის მერვედფინალში ითამაშებს. 1/32-ფინალში წითელმა ეშმაკებმა ევერტონი დამაჯერებლად 3:1 დაამარცხეს. მატჩი მარკუს რაშფორდის ბენეფისად იქცა. ინგლისელი ადასტურებს, რომ ჩინებულ ფორმაშია. იუნაიტედის 10-იანმა სამივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. მატჩი პირველი ტაიმი მასპინძელი გუნდის აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ანტონიმ უკვე მეოთხე წუთზე რაშფორდის გადაცემით გახსნსა. მალევე ევერტონმა გაათანაბრა. მე-14 წუთზე კონორ ქოუდიმ დავიდ დე […]