პრემიერ ლიგა – ორი ცენტრალური მატჩით
პრემიერ ლიგაში ორი ცენტრალური მატჩის ტურია. შაბათს, 21 იანვარს ენფილდზე ლივერპული ჩელსის უმასპინძლებს. კვირას არსენალი მანჩესტერს მიიღებს. მოულოდნელად ცხრილის შუაში ცხრილის შუა ნაწილიც ასეთი უნდა. იმ გუნდებს ვხედავთ, რომელთაც, როგორც წესი, ზედა ოთხეულში მოიაზრებენ ხოლმე. ლივერპული კლოპის ერაში ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამჯერად კი ოთხეულისთვის მოუწევს ბრძოლა, რაც ძალიან რთული ამბავი იქნება. სეზონის წინ გუნდი სადიო […]
ბეილი წავიდა – რით დაგვამახსოვრა თავი
გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. უელსელის ბოლო კლუბი ლოს ანჯელესი იყო. ბეილმა სულ რამდენიმე თვე ითამაშა MLS-ში და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. ბევრ გულშემატკივარს უკმარისობის გრძნობაც დაუტოვა. თითქოს, გაცილებით მეტი შეეძლო, წესით და რიგით, თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ადრე აღმოჩნდა მადრიდის რეალის სათადარიგოთა სკამზე. არადა, ასეთი რანგის ფეხბურთელები, ასეთ ასაკში, სკამზე […]
ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი პანკრეასის სიმსივნეს 5 წლის განმავლობაში ებრძოდა. დიდებული იტალიელი ექს ფორვარდი გვიან ღამით, ლონდონში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. “მადლობას ვუხდით მათ, ვინც წლების განმავლობაში ჯანლუკას მხარს უჭერდა. მისი ხსოვნა და მაგალითი ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებს”. ჯანლუკა ვიალის ოჯახი კრემონეზეს, სამპდორიას, იუვენტუსისა და ჩელსის ყოფილ თავდამსხმელს პირველად სიმსივნის დიაგნოზი 2017 წელს დაუდგინდა. 2021 […]
ჩელსი 0:1 მანჩესტერ სიტი – გვარდიოლა – “გენიოსი ვარ”
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერ სიტიმ მოიგო. სტემფორდ ბრიჯზე ერთადერთი გოლი რიად მაჰრეზმა გაიტანა. მანჩესტერ სიტიმ ლიდერ არსენალთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ჩელსი კი მე-10 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება. მატჩის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩათამაშდა. გრემ პოტერის გუნდის ლაზარეთს რაჰიმ სტერლინგი და კრისტიან პულისიჩი შეემატნენ. მათ ნაცვლად მოედანზე პიერ […]