U21 ხორვატია vs საქართველო – ერთი ნაბიჯი ევრომდე
U21 ხორვატია vs საქართველო – აუცილებლად არწასაგები თამაში რიეკაში. იმ შემთხვევაში, თუ რამაზ სვანაძის გუნდი არ წააგებს ხორვატ თანატოლებთან, ისტორიაში მეორედ მოახერხებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. U21 ხორვატია vs საქართველო – რა გვითხრა პირველმა შეხვედრამ? მიხეილ მესხზე გამართულმა მატჩმა 1-ბურთიანი უპირატესობით ჩაგვიყვანა ხორვატიაში. შესაძლოა, მატჩამდე ამ შედეგზე ხელი თითოეულ ქართველს მოეწერა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას განვითარებულმა სცენარმა […]
საქართველო U21 vs ხორვატია U21 – ევროპის ჩემპიონატისთვის
საქართველო U21 vs ხორვატია U21 – 15 ნოემბერი, 19:00 საათი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი – უმნიშვნელოვანეს მატჩზე სტადიონი ისევ გასავსებია. ევროპის 2025 წლის U21 ჩემპიონატი სლოვაკეთში გაიმართება, საქართველოს U21-ს კი ისტორიული შანსი აქვს, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციოს გავლით პირველად ითამაშოს. იქამდე ორმატჩიანი პლეი ოფია, მეტოქე ივიცა ოლიჩის ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებია. ამ შეხვედრაში ტრიბუნების მხარდაჭერა რამაზ სვანაძის […]
საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა?
საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა – ვფიქრობთ, ვამბობთ, თანაც მტკიცებით ფორმაში, და ამ აზრის საწინააღმდეგო გამოვლინებას, როგორც წესი, არ ვეპუებით ხოლმე. მაგრამ თანმიმდევრობა? სად არის თანმიმდევრობა? სინამდვილეში, ფეხბურთი გვიყვარს, თუ წარმატება? – ორივე, პასუხია ორივე, თუმცა ალბათ, მაინც წარმატებასთან ასოცირების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე მათი რიცხვი, ვინც ფეხბურთით სულდგმულობს, განურჩევლად შედეგისა, თუ კონტექსტისა. აბა, სხვაგვარად როგორ აიხსნება, […]
U21 საქართველო vs ხორვატია | სტადიონი გასავსებია
U21 საქართველო vs ხორვატია – აუცილებლად მოსაგები თამაში მიხეილ მესხზე. გამარჯვება რამაზ სვანაძის გუნდს ორმატჩიან დუელში დააწინაურებს და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მიაახლოვებს. U21 საქართველო vs ხორვატია – როგორ მოვედით პლეიოფებამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში იყო. აღნიშნულ ჯგუფში ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად ნიდერლანდები, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა და გიბრალტარი იყვნენ. […]