რედ ბული 3×3 – შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო
რედ ბული 3×3-ზე – საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო. Red Bull Half Court 3×3-ზე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდება. 5 და 6 აგვისტოს მოყვარული ან პროფესიონალი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს თბილისში, საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულის ტიტულისთვის შეერკინებიან. სწრაფი, შეტევითი შეჯიბრება FIBA-ს წესების მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა ღონისძიების “ტვისტი” ის ბონუს ქულაა, რომელსაც გუნდი „მოედნის დაპყრობისთვის’’ მიიღებს. […]
Wings for Life World Run კახეთში ბრუნდება
Wings for Life World Run-ს კახეთი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო მსოფლიო გარბენის მედია პარტნიორი Setanta Sports-ი იქნება. კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობისთვის, სტარტზე 7000 მონაწილე დადგება. მსოფლიო რბენაზე რეგისტრაციის საფასური 30 ლარია. თანხა სრულად გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. Wings for Life-ი […]
Setanta Sports-ი Red Bull-ის მედია სახლის პარტნიორი გახდა: 14 ქვეყანა და ხანგრძლივი თანამშრომლობა
Setanta Sports-ი კომპანია Red Bull-თან, 14 ქვეყანაში, ოფიციალურ, ხანგრძლივ თანამშრომლობას იწყებს. პარტნიორობა, რომელიც 5-წლიან პერიოდს მოიცავს, ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებებს გულისხმობს. ამასთან, Setanta Sports-ის მაყურებელს წვდომა ისეთ საუცხოო კონტენტზე ექნება, როგორიც Red Bull X-ის კონცეფციის ივენთებია. პროგრამა და კონტენტი ძირითადად ფეხბურთის, ზამთრის სპორტისა და ავტოსპორტის მოყვარულებისთვის იქნება განკუთვნილი. მრავალფეროვანი ჩამონათვალი 25-ზე მეტ დოკუმენტურ ფილმს აერთიანებს. Setanta […]