საქართველოს ფუტსალის ნაკრები პლეი-ოფში – რა მოდის შემდეგ
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. მეინ რაუნდიდან ავთო ასათიანის გუნდი პლეი ოფში მეორე ადგილით გავიდა. საქართველო 3:3 საფრანგეთი – ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჯვაროსნებს 4-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ, რათა პირველი ადგილით პირდაპირ ევროპაზე გასულიყვნენ. საფრანგეთი ჯგუფის ფავორიტობის გარდა, მთლიანად ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია – ლე ბლუმ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა, შესაბამისად, […]
U19 საქართველო vs მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატისთვის
U19 საქართველო vs მონტენეგრო – ელიტ რაუნდის გადამწყვეტი მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე. 19:00 საათიდან, ვაკეში, მხარი დავუჭიროთ უმცროს ჯვაროსნებს. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალურია! ელიტ რაუნდის ჯგუფის მოგებისთვის ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდს ბოლო ტურში, მონტენეგროს წინააღმდეგ ულაპარაკოდ 3 ქულა სჭირდება. პარალელურად გასამართ შეხვედრაში კი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე იქნება, საჭიროა, რომ პოლონეთმა სლოვაკეთთან ვერ მოიგოს. […]
U21 საქართველო vs სერბეთი – ბოლო ამხანაგური თურქეთში
U21 საქართველო vs სერბეთი – რამაზ სვანაძის გუნდი თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს ატარებს. ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამზადისის პროცესში პირველი ამხანაგური მატჩი უმცროსმა ჯვაროსნებმა ფინეთს მოუგეს. Setanta Sports-ის პირდაპირ ეთერში მაყურებელმა რამაზ სვანაძის გუნდის ჩინებული ქამბექი იხილა. საბოლოოდ შეხვედრა საქართველო U21-ის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ეს სანაკრებო მატჩი საქართველოს მონაწილეობით, იყო პირველი, […]
U21 საქართველო vs ფინეთი Setanta Sports-ზე
U21 საქართველო vs ფინეთი Setanta Sports-ზე. რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წელს ამხანაგური მატჩით იწყებს. ევროპის ჩემპიონატისთვის პირველ შეკრებას საქართველო U21 თურქეთში გადის. Setanta Sports-მა UEFA-ს ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჩვენების უფლება მოიპოვა. ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებას ჩვენი გუნდი, მათ შორის, U21 საქართველოს ამხანაგური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟით იწყებს. U21 საქართველო vs ფინეთი – პირდაპირი რეპორტაჟი […]