ქართველი ნიდერლანდებიდან – ვინ არის ირაკლი ეგოიანი
ვინ არის ირაკლი ეგოიანი? – ამ კვირაში კითხვამ ბევრჯერ გაიჟღერა. მიზეზი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ზღაპრული სილამაზის გოლი გახდა. setantasports.com ირაკლის ნიდერლანდებში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. მათთვის ვინც ქართულ ფეხბურთს ახლოდან ადევნებს თვალს, ირაკლი ეგოიანი მუდმივად რადარზე იყო. თუმცა საჯარიმოს ხაზიდან გატანილმა მაკრატელამ მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა და მისი მისამართით ბევრი კითხვა გააჩინა. […]
საქართველო U21 – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ისრაელის ნაკრებთან მეოთხედფინალში დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამაზ სვანაძე გამოცხადდა. მიმძიმს საუბარი, არ მინდა თამაშის დეტალებზე ვისაუბრო, სამწუხაროა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. ის ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში თვალცრემლიანები სხედან უფრო მეტს იმსახურებენ. მთელი ეს პერიოდი, რომელიც ერთად გავატარეთ ძალიან ნაყოფიერი იყო. ეს ბიჭები წარმოადგენენ ქართული ფეხბურთის მომავალს. გამოსაყოფია მათი პროფესიონალიზმი და […]
U21 საქართველო ისრაელი მარცხი პენალტებში
საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. რამაზ სვანაძის გუნდი 1/4-ფინალში ისრაელთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. ისრაელმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა. 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მატჩის პირველი 30 წუთი ისრაელი უკეთესი გუნდი იყო, თუმცა იქიდან მოყოლებული მასპინძელ ნაკრებს უპირატესობა ხელიდან ფაქტობრივად აღარ გაუშვია. U21 საქართველო 3:4 ისრაელი პენალტების სერია პენალტების სერიაში დარტყმების შესრულება საქართველომ დაიწყო. პირველი დარტყმა […]
რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ მეტოქეს დაელოდება. მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა. ურთულეს ჯგუფში შევძელით და პირველი ადგილი დავიკავეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, სტაფს და გულშემატკივარს. სამივე თამაშში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა გულშემატკივრის სტადიონზე ყოფნა. პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა, ნიდერლანდები პლეიოფში ვერ გავიდა, მაგრამ […]