რეცენზია – “ბექემი” ნეტფლიქსზე
სიუჟეტი მხოლოდ ოთხიაო – ყველაზე დიდმა ლათინოსმა ასე გვითხრა, და აბსოლუტურად ყველა სიუჟეტი ამ ოთხში ჩაატია. ჯერ ტექსტები, მერე კი ის ეკრანიზაციები, რაც ტექსტების საფუძველზე შექმნილა. ნეტფლიქსის დოკუმენტური ფილმი ოთხი სერიისგან შედგება. სათაური მარტივია, თუმცა, დიდი დავა-კამათის შედეგად მიღებული. ერთი სიტყვით დაასათაურეს – „ბექემი“. ასე გადაწყდა იმიტომ, რომ ბექემი მხოლოდ გვარი არ არის, დიდი ხანია […]
აგული ერისთავის ეფექტი – გვარდიოლა ფინალშია
ვუყურებ მანჩესტერ სიტის და აგული ერისთავის ქვა მახსენდება, აი, ეგეთი უძრავი საგანი იყო გვარდიოლამდე, მხოლოდ პეპი თუ დაინახავდა ამ ქვაში იმას, რასაც გუშინ მივადევნეთ თვალყური. რთულია გაიხსენო გუნდი, რომელიც ასეთი დომინანტური ფეხბურთით გავიდა ფინალში, ისევ პეპის ბარსელონა თუ გაახსენდება ადამიანს. კარგი სერია ჰქონდა ბაიერნს, თუმცა, ჰაინკესის ბაიერნი უფრო სიმძლავრით გამოირჩეოდა, გვარდიოლას ბაიერნი კი ფინალში არ […]