მადრიდის რეალი უკრაინას 20 გენერატორს გადასცემს

მადრიდის რეალის სოლიდარობა უკრაინას | Setanta Sports

საკუთარი ფონდის მეშვეობით, მადრიდის რეალი დონეცკის შახტარის სოლიდარობის ინიციატივას უერთდება, რათა მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს დამდგარი ზამთრის პირობებში. უკრაინაში ელექტრო მომარაგებისა და სხვა ენერგო რესურსების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. მიზეზი რუსული ავიაიერიშებია. აგრესორი ქვეყანა კვლავ განაგრძობს დარტყმებს ენერგო ინფრასტრუქტურაზე, შედეგად ელექტრო ენერგიის მიწოდების გარდა პრობლემატურია გათბობაც. დონეცკის შახტარმა დახმარებისთვის ევროპულ საფეხბურთო კლუბებს მიმართა. მიზანი კვების […]

ფეხბურთი ომის დროს – უკრაინა

Ukrainian football wartimes | Setanta Sports

პორტსმუთი ინგლისის FA თასს ყველაზე დიდხანს, 7 წელიწადს ფლობდა. მიზეზი ომია, მეორე მსოფლიო ომი. 1940 წელს როდესაც გერმანიის მესამე რაიხის ბრძანებით ლუფტვაფემ (Luftwaffe) გაერთიანებული სამეფოს აქტიური დაბომბვა დაიწყო ბრიტანულ კუნძულზე პროფესიონალური ფეხბურთი ბოლომდე გაჩერდა. – თავად თასი? ხმა დადიოდა პრესტიჟულ ნაკეთობას გუნდის მწვრთნელი ჯონ უილიამ ტინი საწოლის ქვეშ ინახავსო. ეს მხოლოდ ურბანული მითი იყო, რომელსაც […]

პირველი პროტესტი კატარის მუნდიალზე

კატარში პორტუგალია-ურუგვაის მატჩზე აქტივისტი მოედანზე შეიჭრა | Setanta Sports

მოედანზე აქტივისტის შეჭრის გამო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი კატარში პირველად შეჩერდა. წარწერებით მაისურზე: გადაარჩინე უკრაინა, პატივი ეცით ირანელი ქალების უფლებებს და პრაიდის დროშით ხელში, უცნობმა აქტივისტმა სამი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. კატარში მატჩი პირველად შეჩერდა. არა, ეს ბრაზილია-შვეიცარიის დროს ელექტრო მომარაგებაში მცირე წყვეტას არ ეხება. საქმე აქცია-პერფორმანსთან გვაქვს, რომელიც საფეხბურთო მატჩების დროს მომრავლდა. ჯერჯერობით მედიისთვის დაუდგენელმა პირმა […]