ვილი სანიოლმა განაცხადი დაასახელა – შეკრებისწინა პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა სია დაასახელა. სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე იაშვილმა. ალექსანდრე იაშვილი – საოცარი შეგრძნებაა როცა ჩემპიონატისთვის ემზადები. მინდა აღვნიშნო რომ ერთიანობა იყო განმსაზღვრელი რამაც ეს წარმატება შესაძლებელი გახადა. ვილი სანიოლი – ბოლოს როცა შევხვდით ყველა ბედნიერი ვიყავით, კვლავ მიხარია თქვენი ნახვა, ყველაფერი […]
EURO 2024 – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას ვილი სანიოლის გუნდი 28 მაისიდან, ავსტრიაში დაიწყებს. საქართველოს ნაკრების 26-ფეხბურთელიანი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი. მცველები: საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი. ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა […]
ვილი სანიოლისა და ოთარ კაკაბაძის პრესკონფერენცია
ხვალ, 26 მარტს, თბილისის დროით 21:00 ზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ოთარ კაკაბაძემ მატჩის წინ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხეს. ვილი სანიოლი: ფეხბურთელებს როგორც წესი ბევრი დრო სჭირდებათ ძალების აღსადგენად, მაგრამ ამჟამად ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა და ყველა ფეხბურთელი მზად არის. ახლა ბოლო ვარჯიშს ჩავატარებთ […]
ვილი სანიოლის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 2:0 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. დღეს საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში მეორე ფინალისტი გაირკვევა. ვილი სანიოლმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: თუ გუნდურ თამაშზე ვსაუბრობთ, მიუხედავად რთული მომენტებისა, პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, გოლიც გავიტანეთ, მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, წნეხი გაიზარდა, ემოციებიც იყო, ქართველებმა კარგად […]