Cré na Cille – მოდი დავიწყოთ ბოდიშით
რაღაც მსგავსი უკვე ნანახი მაქვს. ოთარ გაბელია იჯდა ცოტა მოშორებით, წვიმაში ვიღაც ვიცანი, ვიღაც ვერა, საქართველოს ნაკრები ვერ ვიცანი. გაბელია კი ვიცანი. მაგაზე გამახსენდა, ესპანეთი ჩამოვიდა და 7:2 მოგვიგო. კი ბატონო, ახალგაზრდული ნაკრები იყო, მაგრამ ახალგაზრდულიდან ეროვნულამდე სულ ერთი ნაბიჯია, ახლანდელი განწყობა კი ძალიან ჰგავდა მაშინდელს. მაშინაც ავიჩემეთ თუ შევუტევთ აუცილებლად მოვიგებთო, თან ისე კატეგორიულად […]
საქართველო 1:7 ესპანეთი – კომენტარები მატჩის შემდეგ
საქართველო – ესპანეთი რთულია ამ მატჩის შემდეგ რაიმე თქვა, გაანალიზო წარმოუდგენელი, ხოლო ცხელ გულზე რაიმე დაწერო არასწორი. შესაბამისად, ჯერჯერობით, მატჩის შემდგომი ოფიციალური კომენტარებით შემოვიფარგლოთ, პრესკონფერენციის ოთახში პირველი ესპანური მხარე შემოვიდა. ლუის დე ლა ფუენტემ გამარჯვებას ისტორიული უწოდა და ანგარიშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევი უწოდა. “ყოველთვის ძნელია იყო დამაჯერებელ შედეგში დარწმუნებული. დღეს უკიდურესად კონცენტრირებულები ვიყავით. ამ […]
სანიოლის და კვარაცხელიას პრესკონფერენცია ესპანეთთან მატჩამდე
ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე, პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო. მატჩისწინა დღე საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციითა და ვარჯიშით დაიწყო. დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ადგილი პირველმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავეს. საუბარი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და ნაკრების შტაბში ახალ მწვრთნელ, დევიდ უებზე დაიწყო. “როდესაც პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ჯგუფიდან გავიდნენ, […]
გამომიძახეთ ნაკრებში! – გვერდზე უბნელის ამბავი
არ არსებობს ნაკრების სია დაიდოს და პროტესტი არ მოჰყვეს. ვიღაც ყოველთვის რჩება უკმაყოფილო, ფეხბურთელებიც, ქომაგებიც. ამჯერად, მეც უკმაყოფილო დავრჩი, რადგან მიმაჩნია, რომ ზუსტი დრო გავუშვით ხელიდან, მაგრამ გაკვირვებით არაფერი მიკვირს. ყველა ფეხბურთის ქომაგს ჰქონია ის წუთი, რომლის მერეც არაფერი უკვირს, ჰოდა, სანამ არაბიძეზე გადავალ, მანამდე ამ გარდატეხის ამბავს მოვყვები. ევროპის სტადიონებზე გამახსენდა 2002 წლის გაზაფხული. […]