სკალონიმ ჟურნალისტებს უპასუხა

მეოთხედფინალური მატჩის წინ ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. არგენტინის ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება, სკალონი კი სანახაობრივ თამაშს პროგნოზირებს. “ნიდერლანდებს კარგი გუნდი ჰყავთ, ერთად უტევენ და იცავენ თავს. მგონია, რომ კარგი მატჩი გველის წინ”. სკალონის მოუწია საუბარი ფეხბურთელებზე, რომელთაც მცირე დაზიანება მიიღეს, არგენტინაში ნერვიულობდნენ, რომ მატჩში მონაწილეობას ანხელ დი მარია ვერ მიიღებდა. “დე პაული და დი […]

ვან გაალი და დეპაი – მატჩის წინ

ლუი ვან გაალმა არგენტინასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ლუის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან აქამდეც უთამაშია, მაშინ ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა. ასევე, აღსანიშნია, რომ ყოფილ შეგირდთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა. “ანხელ დი მარია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მანჩესტერში ყოფნის პერიოდში მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იმ სეზონში ამან დი მარიაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ის რომ მან ყველაზე ცუდი მწვრთნელი მიწოდა […]

დალიჩი და მოდრიჩი – მატჩის წინ

ბრაზილიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზლატკო დალიჩმა და ლუკა მოდრიჩმა ისაუბრეს. “გეთანხმებით, რომ მეოთხედფინალში გასვლა ჩვენთვის წარმატებაა, მაგრამ ჩვენ მეტი გვსურს. ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია, ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ”, – თქვა ლუკამ. “ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”. ტიტეს მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ ზლატკო დალიჩსაც დაეკითხნენ, – “ჩემი გუნდი ასე არ აღნიშნავს გოლებს, […]

ტიტე და ვინისიუსი – მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში გადადის, მუნდიალზე მეოთხედფინალები იწყება. დღეს ბრაზილიის ნაკრები ხორვატიას შეხვდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტიტემ და ვინისიუს ჟუნიორმა ისაუბრეს. ტიტეს ძირითადად კრიტიკაზე უწევდა პასუხის გაცემა, ვინისიუსს კი მოულოდნელი სტუმარი ეწვია. “ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიას წარმოვადგენ და ჩემს სათაყვანებელ ფეხბურთელთან ერთად მიწევს თამაში, (გულისხმობს ნეიმარს), ერთიანი სულისკვეთება დიდ როლს თამაშობს ჩვენი გუნდის წარმატებაში. ნეიმარი მაფრთხილებდა, […]