ემილიანო მარტინესმა მესიზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. გულშემატკივართა ნაწილი შიშობდა, რომ მესის ტრავმა აწუხებდა, ხორვატიასთან მატჩის დასაწყისში ბარძაყის კუნთზე იკიდებდა ხელს, არგენტინელებს კარგად მოეხსენებათ, რომ მესის კარიერის მანძილზე რამდენჯერმე ჰქონია მსგავსი დაზიანება. “არა, ყველაფერი რიგზეა, მესის ტრავმა არ აწუხებს“, – დაამშვიდა ემილიანომ გულშემატკივრები. მარტინესის პასუხს ამყარებს ის ინფორმაციაც, რომ მესიმ ერთდღიანი დასვენებით არ […]
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდით – ჯანი ინფანტინო
FIFA საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეფორმირებას გეგმავს. 2025 წლიდან ტურნირზე გუნდების რაოდენობის გაზრდას 32-მდე გეგმავენ. ინფორმაცია FIFA-ს პრეზიდენტმა თავად გააჟღერა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო 4-წლიან ციკლში დიდი ცვლილებები იქნება. “განვიხილეთ და გადავხედეთ რიგ სტრატეგიულ პრინციპებს. მაგალითად, შევთანხმდით, რომ მამაკაცთა შორის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს 32 გუნდით ჩატარდება და ის მუნდიალს დაემსგავსება”. ჯანი […]
ფინალს შიმონ მარჩინიაკი იმსაჯებს
საფრანგეთი და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულთან ერთი ხელის გაწვდენაში არიან. ლუსაილის სტადიონზე გადამწყვეტ შეხვედრას შიმონ მარჩინიაკი გაუძღვება. კატარში, პოლონელმა არბიტრმა ორი შეხვედრა განსაჯა. ორივე შემთხვევაში ის მოედანზე მომავალ ფინალისტთან ერთად იყო. პირველი – საფრანგეთი 2-1 დანია იყო, ხოლო მეორე – არგენტინა 2-1 ავსტრალია. პიერ ლუიჯი კოლინას გადაწყვეტილებით, მარჩინიაკს ასისტენტობას თანამემამულეები გაუწევენ. გვერდითი მსაჯები პაველ სოკოლნიჩკი […]
ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრები დატოვა
ფერნანდუ სანტუში პორტუგალიას აღარ გაწვრთნის. 68 წლის სპეციალისტმა გუნდი 8 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. “ვფიქრობთ, სწორედ ახლაა შესაბამისი დრო – დავიწყოთ ახალი ციკლი”, – ვკითხულობთ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. ფერნანდუ სანტუშს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მაროკოსთან მარცხის გამო ის ვადაზე ადრე დასრულდა. ???????? por tudo, Mister Fernando Santos. ? #VesteABandeira pic.twitter.com/L20QjwfQve — Portugal […]