ფანებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობის შედეგად, სამწუხაროდ, მონპელიეში 14 წლის გულშემატკივარი დაიღუპა. საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალის შემდეგ საფრანგეთსა და ბელგიაში შეტაკებათა სერია მოხდა. მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს. სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებათა სერიას მონპელიეში 14 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. სამართალდამცველების განცხადებით, ის ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა. ჰოსპიტალიზების მიუხედავად 14 წლის ბიჭის გადარჩენა […]
საფრანგეთი ფინალშია – მატჩისშემდგომი კომენტარები
საფრანგეთის ნაკრები ფინალშია. ფრანგებმა მაროკოს ნაკრები 2:0 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ნახევარფინალს ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, როგორც საფრანგეთზე, ისე მაროკოზე, – “ამაყი და ბედნიერი ვარ საფრანგეთის ნაკრების წარმატებით. მაროკომ ძალიან კარგად ითამაშა, მინდა მაროკოელებს ვუთხრა, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ჩვენ კი მათი მეგობარი ქვეყანა […]
გრიზმანმა საყოველთაო ქება დაიმსახურა
საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფრანგებს აქვთ შანსი იტალიისა (1934-38) და ბრაზილიის (1958-1962) შემდეგ გახდნენ მესამე ნაკრები, რომელიც ზედიზედ მეორედ შეძლებს მუნდიალის მოგებას. განსაკუთრებული ქება დაიმსახურა ანტუან გრიზმანმა, როგორც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ახლაც, გრიზმანი დეშამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა, წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამჯერად აბსოლუტურად განსხვავებული როლი ერგო. […]
საფრანგეთი 2-0 მაროკო – ლე ბლუ ტიტულის დასაცავად
საფრანგეთმა ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან ითამაშებს. ლე ბლუ მუნდიალის ფინალში ისტორიაში მეოთხედ და ზედიზედ მეორედ გავიდა. კატარში ნახევარფინალებმა სენსაციების გარეშე ჩაიარა. საფრანგეთმა მაროკო 2-0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩში საკვანძო ორი მომენტი იყო – პირველი, მორგან საისი ბოლომდე მწყობრში ნამდვილად არ იყო, რამაც მაღრიბელთა გეგმები იძულებითი ცვლილების გამო არია […]