რა ხდებოდა ბუენოს აირესში

ბუენოს აირესში ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, არგენტინის ნაკრების მხარდასაჭერად. გულშემატკივარმა ერთად იზეიმა ხორვატიასთან გამარჯვება და იმედი აქვთ, რომ ამჯერად მსოფლიო ჩემპიონობა მათ დარჩებათ. “ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან მეორე ფინალს ვითამაშებთ, ეს კარგი მიღწევაა, საკმარისი გამოცდილება დავაგროვეთ, ჩემპიონობა შეგვიძლია”, – თქვა მარტინ დუარტემ, არგენტინის ნაკრების ქომაგმა. არგენტინა ფინალში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს […]

მესი – ეს უკანასკნელი მატჩი იქნება

ლიონელ მესი ხორვატიასთან მატჩშიც საუკეთესო იყო, ისევე როგორც ავსტრალიასთან მერვედფინალში და ნიდერლანდებთან – მეოთხედფინალში. კარიერის მეორე ფინალს ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისევე როგორც დიეგო მარადონა. ეცდება მის მსგავსად ამ ორიდან ერთი მოიგოს. “ბედნიერი ვარ, რომ ამას მივაღწიეთ, მოხარული ვარ, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მატჩი ფინალი იქნება”, – თქვა მესიმ მატჩის შემდეგ. “დამატებითი ტაიმების თამაშის შემდეგ […]

მოდრიჩი – იმედი მაქვს მესი ფინალს მოიგებს

ლუკა მოდრიჩი ლიონელ მესის არგენტინასთან დამარცხდა. 37 წლის ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩის მიწურულს მოედნიდან გაიყვანეს და გულშემატკივარმა აპლოდისმენტებით გააცილა. ხორვატებთან ერთად, არგენტინელების ნაწილიც ტაშით აცილებდა. მატჩის შემდეგ ლუკამ არგენტინელებისადმი კარგი სიტყვები არ დაიშურა და ლიონელ მესის ფინალში წარმატებები უსურვა. “იმედი მაქვს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამას […]

საფრანგეთი – მაროკო მატჩის წინ

ერთი ფინალისტი უკვე ცნობილია. არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ერთი მხრივ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი, მეორე მხრივ კი ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა, – მაროკო, პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მომავალ შეხვედრას გამოეხმაურა ლეგენდარული მაროკოელი ფეხბურთელი მუსტაფა ჰაჯი, – “საფრანგეთი ჩვენი მოძმე ერია, ყოველთვის ასე იყო. იმედია ეს ყველაფერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, […]