ისტორიული გამარჯვება – მაროკო ნახევარფინალშია
ისტორია დაწერილია, აფრიკის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. გაახსენდება ადამიანს ყველა ის ნაკრები, რომელიც შორს გასვლას ცდილობდა და ხელი მოეცარა, ვერც როჟე მილა მივიდა ნახევარფინალამდე, ვერც ნიგერიის ოქროს თაობა, ვერც სამუელ ეტო’ო, ვერც სენეგალი და ელჰაჯი დიუფი, ვერც განა გავიდა მიუხედავად იმისა, რომ აფრიკაში ტარდებოდა მუნდიალი, და აი, მოვიდა ეს დროც, აფრიკის წარმომადგენელი ფინალამდე ერთ […]
მაროკო vs პორტუგალია – ლოგიკა თუ სენსაცია
მესამე ნახევარფინალისტის ბედს მაროკო და პორტუგალია გაარკვევენ. წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, თუმცა მაროკომ ამ ტურნირზე უკვე არაერთხელ დაამატკიცა, რომ იოლი მეტოქე არავისთვისაა. “ჩვენ უკან მთელი აფრიკა და არაბული სამყაროა”, – თქვა ვალიდ რეგრაგიმ მატჩამდე. მაროკოს ნაკრებში 31 აგვისტოს დანიშნულ მწვრთნელს მის გუნდთან ერთად ისტორიაში შესვლა სურს. “ისტორიაში შესვლა გვსურს. გვინდა, განვაგრძოთ იმ შემართებითა და ხარისხით […]
ტიტე წავიდა, ნეიმარს დრო სჭირდება
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბრაზილია მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია. ბრაზილიამ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, ტიტემ სწორი ცვლილებები ვერ განახორციელა, ხორვატიამ ბოლო წუთებზე შეძლო გათანაბრება და იმ ერთადერთ შანნს ჩაეჭიდა, რომელიც ამ შეხვედრაში მიეცა. დალიჩიც ხომ ამას ამბობდა მატჩის წინ, ბრაზილია ფავოროტია, თუმცა, არ გვეშინია, შანსი მოგვეცემა და უნდა გამოვიყენოთო. ასეც მოხდა. ტიტემ თავი ამოწურა. […]
ინგლისი vs საფრანგეთი – პრესკონფერენცია
გარეტ საუთგეიტმა და დიდიე დეშამმა მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაყურებელი სანახაობრივ თამაშს ელის. კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გვარი ყველას პირზე აკერია, ვინ დარჩება გამარჯვებული ამას დღესვე შევიტყობთ. “ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი დიდი მატჩები გუნდისთვის მნიშვნელოვანი საორიენტაციო ნიშანია. იყო მატჩები, რომელმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა, ამავე დროს დიდი გამოცდილებაც შეგვძინა, ხვალ […]