საბალენკა ავსტრალიაში ჩემპიონია
24 წლის ბელარუსი ჩოგბურთელი არინა საბალენკა კარიერაში დიდი სლემის პირველ ტიტულს იგებს. 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ფინალში საბალენკამ ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა სამ სეტში, 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დასაწყისში რიბაკინა მეტი აქტიურობითა და სიზუსტით გამოირჩეოდა. პირველი სეტი მან ერთი ბრეიკის სხვაობით დაიტოვა. მეორე სეტიდან საბალენკამ გაცილებით მოუმატა. მან მეტოქეს […]
რიბაკინა და საბალენკა AO-ს ფინალში
2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა გამოშვების ფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ერთმანეთს რიბაკინა და საბალენკა დაუპირისპირდებიან. ელენა რიბაკინა VS ვიქტორია აზარენკა AO-ს პირველ ნახევარფინალში ელენა რიბაკინამ ტურნირის ორგზის ჩემპიონს ვიქტორია აზარენკას ორ სეტში მოუგო (7-6(4), 6-3) და დიდი სლემის ფინალში მეორედ იასპარეზებს. უიმბლდონის ჩემპიონმა მელბურნში ფინალისკენ საკმაოდ რთული გზა გაიარა. მან აჯობა ისეთ სახელებს, როგორებიც არიან […]
მელბურნში მატჩები სიცხის გამო გაჩერდა
მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე, გადაჭარბებული სიცხის გამო მატჩები სამი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მაშინ, როცა ტემპერატურამ მელბურნში 35 გრადუსს მიაღწია, ტურნირის ორგანიზატორებმა თამაშების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ადგილობრივი დროით 14:15 საათზე მოხდა. შეხვედრები მხოლოდ სამ მთავარ კორტზე გაგრძელდა, სადაც სტადიონის გადახურვის სისტემა მუშაობს. მატჩების შეჩერება სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება: მზის სიძლიერე, ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში, ტენიანობა, […]
ნაომი ოსაკა ორსულადაა
იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა აქტიური სპორტიდან ხანგრძლივი პაუზის აღების შემდეგ მნიშვნელოვანი ამბით ბრუნდება. დიდი სლემის ოთხგზის ჩემპიონმა დღეს გულშემატკივარს დიდი ოჯახური სიახლის შესახებ ამცნო: მან სოციალურ ქსელში თავისი შვილის სონოგრამა გამოაქვეყნა, წარწერით: “მოუთმენლად ველი კორტზე დაბრუნებას, თუმცა 2023 წლისთვის პატარა სიახლე მაქვს”. Can’t wait to get back on the court but here’s a little life […]