ჩოგბურთის 2022 წლის შეჯამება – სლემები, ცრემლები…
ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფა ნადალი, სერენა უილიამსი, როჯერ ფედერერი – წლის მთავარ საჩოგბურთო მოვლენებს კვლავ ყველაზე დიდები ფარავენ. ნოვაკის ავსტრალიური საგა, რაფას დიდი სლემის ორი ტიტული, ბარტის შოკისმომგვრელი წასვლა, სერენას და როჯერის ემოციური გამომშვიდობებები… დროა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონი შევაჯამოთ. სეზონი სავსე იყო სანახაობით, დრამით, დაუვიწყარი მომენტებითა და კონტროვერსიით. მანამ, სანამ ჩოგბურთში ახალი სეზონი აიღებს სტარტს, […]
Forbes: წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი სპორტსმენები
გამოცემა Forbes-მა 2022 წელს ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქალი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ფაქტია – ქალთა სპორტის სახეობებში ჩოგბურთი კვლავ ყველაზე დიდი პოპულარობითა და ანაზღაურებით სარგებლობს. ქალი ჩოგბურთელები, სხვა ქალ სპორტსმენებთან შედარებით, მოწინავე პოზიციებზე თვალშისაცემად ჭარბობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ათეულში წარმოდგენილი სპორტსმენებიდან შვიდია ჩოგბურთელი. Top 7-ში კი მხოლოდ ერთი არაჩოგბურთელია. ნაომი ოსაკა – 51.1 მილიონი დოლარი […]
ვენუს უილიამსი AO-ზე უაილდქარდით გამოვა
როგორც ჩანს, ვენუს უილიამსისთვის, თავისი დის მსგავსად, საყვარელი საქმიანობის დათმობა არც ისე იოლი ყოფილა. 42 წლის ამერიკელს დიდი სლემის ტიტული კარიერაში შვიდჯერ აქვს მოგებული, თუმცა ავსტრალიაში ტრიუმფისთვის არასდროს მიუღწევია. წლევანდელი უიმბლდონის შემდეგ ვენუსმა თქვა, რომ ჩოგბურთიდან წასასვლელად ჯერ მზად არ არის და ბედის ცდა კიდევ ერთხელ სურს. უილიამსი სიტყვას შეასრულებს და ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას […]
კაროლინ გარსიამ შემაჯამებელი ტურნირი მოიგო
კაროლინ გარსიამ კარიერის შესანიშნავ ექვსთვიან პერიოდს ლოგიკური წერტილი დაუსვა და WTA-ის ფინალში არინა საბალენკა დაამარცხა, (7-6 6-4). ჯერ კიდევ ივნისში გარსია 70 საუკეთესო ჩოგანს შორისაც კი არ ყოფილა, მას შემდეგ გარსია ბრწყინვალე ჩოგბურთს აჩვენებს და თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიპოვა. გარსია გახდა მეორე ფრანგი ჩოგბურთელი, რომელმაც WTA-ის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. პირველად ეს ამელი მორესმომ […]